Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუს მსახიობს ტერორიზმში ადანაშაულებს


უკრაინამ რუსი მსახიობის, ივან ოხლობუსტინის მიმართ ტერორიზმის ეჭვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის, ოლენა ჰიტლიანსკას მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მსახიობმა რუსეთის მიერ მხარდაჭრილი სეპარატისტებისგან ე.წ. „პასპორტი“ მიიღო, აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში. რუსეთის მედიაში 30 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მსახიობმა პასპორტი მიიღო სეპარატისტთა ლიდერისგან, ალექსანდრ ზახარჩენკოსგან. ამ ცნობების თანახმად, მსახიობმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას უწოდა „რუსული სამყაროს ციხესიმაგრე“ და ღიად გამოხატა მხარდაჭერა სეპარატისტების და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მიმართ. 1 დეკემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა სანქციები დაუწესონ ოხლობუსტინს.

XS
SM
MD
LG