Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმზე დამარცხების შემდეგ თანამდებობა დატოვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა


იტალიის პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც, მისი სიტყვებით, რეფერენდუმზე "უჩვეულოდ მკაფიო" მარცხი განიცადა მისმა მცდელობამ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე. რენციმ, რომელიც პროევროპული ორიენტაციის ლიდერია, გადადგომის შესახებ განცხადება 5 დეკემბერს, დილით ადრე გააკეთა - მას შემდეგ რაც იტალიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უარი უთხრეს მის ინიციატივას სენატის და რეგიონული მმართველების უფლებამოსილების შეზღუდვის და საკუთარი ძალაუფლების გაზრდის თაობაზე. ეს ცვლილებები ეკონომიკური რეფორმების გატარებას ისახავდა მიზნად. ეგზიტ პოლების და პირველი შედეგების თანახმად, რენცის ინიციატივამ დიდი სხვაობით განიცადა მარცხი. რეფერენდუმმა და შემდეგ რენცის გადადგომამ შესაძლოა იტალიაში პოლიტიკური არასტაბილურობის მორიგი ტალღა გამოიწვიოს. ამასთან, ევროპის საფინანსო ბაზრებზე შიშობენ, რომ შეთავაზებული ზომების მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ახალ სირთულეებს შეუქმნის იტალიის ბანკებს და მორიგ კრიზისში შეიყვანს ევროს მოქმედების ზონას. ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიები იტალიის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, არ დაეჭირათ მხარი პრემიერ-მინისტრისთვის იმის იმედით, რომ ხელისუფლებიდან რენცის წასვლა გზას გაუხსნის კიდევ უფრო მძლავრ ინიციატივებს ევროზონიდან იტალიის გასვლის ან ევროკავშირის საერთოდ დატოვების შესახებ.

XS
SM
MD
LG