Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს


საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობას გააგრძელებს გაისად ივლისამდე, - განაცხადა საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა. ის მთავრობის შესაბამის შეთავაზებას პარლამენტს წარუდგენს და მას 13 დეკემბერს დაამტკიცებენ. კაზნიოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდა „ტერორისტული საფრთხის მუდმივობა აუცილებელს ხდის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს.

XS
SM
MD
LG