უკვე აინთო 22 მეტრი სიმაღლის თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა. საზეიმოდ მოირთო რუსთაველის გამზირი და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. თბილისის მერიის თანახმად, სადღესასწაულო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო საახალწლო გალაკონცერტი, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.
დაწერეთ კომენტარი