Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათული ჭუბაბრია და ლელა გვიშიანი შრომით უფლებებსა და ინსპექტირების მექანიზმზე


16 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ თათული ჭუბაბრია, EMC-ს სოციალური პოლიტიკის მკვლევარი და ლელა გვიშიანი, EMC-ს იურისტი. მათ ილაპარაკეს გამოკვლევაზე -"შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში". "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" მოამზადა ვრცელი გამოკვლევა და შეისწავლეს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა მძიმე და მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში. გამოკვლევის ცენტრალურ საგანს წარმოადგენდა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობის საკანონმდებლო და პრაქტიკული მხარეები. გამოკვლევის თანაავტორებმა ილაპარაკეს უწყების დამოუკიდებლობის, მანდატის და მოქმედების შეზღუდულობის პრობლემებზე. ნაშრომს დართული აქვს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება შრომის ინსპექტირების მექანიზმის რეფორმირების საჭიროებას მისი ეფექტიანობის გაზრდისთვის. ლელა გვიშიანმა და თათული ჭუბაბრიამ ილაპარაკეს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა უფლებების დარღვევების გავრცელებულ შემთხვევებზე.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG