Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება გზას გაუხსნის სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას


სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის თქმით, მომავალ კვირაში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება მიმართული იქნება აგრესიული ქმედებების შემცირებისკენ, რაც გზას გაუხსნიდა სირიისთვის ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ასადის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობაში ასადს არ დაუზუსტებია, გაიმართება თუ არა პოლიტიკური დიალოგი, რადგან, მისი თქმით, „ცნობილი არ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებაში“. სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის თაოსნები არიან ირანი, რუსეთი და თურქეთი, 23 იანვარს, ასტანაში გაიმართება. სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის საზავო შეთანხმება მოსკოვსა და ანკარას შორის შარშან დეკემბერში გაფორმდა, თუმცა სამხედრო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა, განსაკუთრებით სირიის დედაქალაქ დამასკის შემოგარენში.

XS
SM
MD
LG