Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“ მოუწოდებს მოსკოვს, არ დაამტკიცოს ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზების კანონპროექტი


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს რუსეთს, არ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომლის მიზანია ოჯახური ძალადობის რამდენიმე ფორმის დეკრიმინალიზება. საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ეს არის „ოჯახური ძალადობის დაკნინების სახიფათო ცდა“, რაც კიდევ უფრო ამცირებს ძალადობასთან ბრძოლის საქმეში წარმატების ისედაც მცირე შანსს. უფლებადამცველების თქმით, კანონპროექტის ავტორები, რომელთა წინადადებამ სახელმწიფო სათათბიროს პირველი მოსმენისას დეპუტატთა მხარდაჭერა დაიმსახურა, „ღალატობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს და თავისუფლებას ანიჭებენ მოძალადეებს“. კანონპროექტი სტატუსს უცვლის „ტრადიციულ ოჯახში“ გამოვლენილ ძალადობას და მას სისხლის სამართლის დანაშაულიდან მსუბუქ დანაშაულად აქცევს. შედეგად ქრება განსხვავება ოჯახურ ძალადობასა და ქუჩის ძალადობას შორის, რომლის დეკრიმინალიზაცია 2016 წელს მოხდა. კანონპროექტის პირველი მოსმენა გასულ კვირაში გაიმართა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში. მის დამტკიცებამდე კიდევ ორი მოსმენა რჩება სათათბიროში და ერთი − რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, რომელმაც დოკუმენტი ხელმოსაწერად უნდა გადაუგზავნოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG