Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუჩაიძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კონტექსტზე


გიორგი მუჩაიძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კონტექსტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:07 0:00

20 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუჩაიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კონტექსტზე. გიორგი მუჩაიძის თქმით, წინასაარჩევნო რიტორიკა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი რიტორიკა ჩვეულებრივ განსხვავდება ერთმანეთისგან. სტუმარმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ნატოს როლს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის ვადის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაში, თუკი რიტორიკის გარდა ქმედებითაც დაადასტურებს, ტრამპი არ იქნება ორიგინალური. მსგავსი სურვილი და წარუმატებელი მცდელობები ტრამპის წინამორბედ პრეზიდენტებსაც ჰქონდათ. ამის შესახებ ბარაკ ობამამაც აღნიშნა 18 იანვრის პრესკონფერენციაზეც, როცა თავის ვადის დაწყებასა და ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დალაგების განზრახვაზე ლაპარაკობდა. რაც შეეხება გამოწვევებს და საქართველოს ამოცანას, გიორგი მუჩაიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საგარეო პოლიტიკის გააქტიურება იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხების აქტუალურობა გამძაფრდეს. გარდა ამისა, გიორგი მუჩაიძემ ილაპარაკა საქართველოს საშინაო პოლიტიკის ამოცანებსა და რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოს წარმატების "რბილი ძალის" მოქმედებს სცილდება ქვეყნის საზღვრებს და რეგიონის მეზობლებზეც შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა.

XS
SM
MD
LG