Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს, როგორც თავად ამბობს, „გახლეჩილ ერს“


აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს, როგორც თავად ამბობს, „გახლეჩილ ერს“ და რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ატმოსფეროს ვაშინგტონში მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ამის შესახებ მან უთხრა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილ ათასობით ადამიანს, პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტის დასრულების შემდეგ. ერთიანობის იდეის შესახებ საუბრისას, მან შეკრებილთ ასევე გააცნო მთელი რიგი რადიკალური ზომებისა, რომელთა მიზანია დაბლოკოს მისი წინამორბედის ბარაკ ობამას მიღწევები, მათ შორის მის მიერ გაცემული განკარგულებები, რომლებიც შეეხება კლიმატური ცვლილების პოლიტიკას, იმიგრაციის ლიბერალიზაციას, საერთშორისო სავაჭრო შეთანხმებებს და ენერგეტიკულ განვითარებაზე დაწესებული შეზღდუვებს. ტრამპმა განაცხადა: „ვაპირებთ ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რომელიც ბევრი წელია, ბევრი ათწლეულია ქვყენისთვის არ გაკეთებულა. გპირებდით, ყველაფერი შეიცვლება“. ინაუგურაციის შესახებ ისაუბრა აშშ-ს მომავლმა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმაც, ვაშინგტონში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე: „ჩვენი მუშაობა მიმართული იყო იმაში დასარწმუნებულად, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს აქვს გადაწყვეტილებების მიღების, თავის გარშემო გუნდის შემოკრების უნარი, რათა ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დიადი გახადოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მცირე წვლილი ამაში მეც მიმიძღვის. ჩვენი მიზანია, რომ პირველივე დღიდან მზად ვიყოთ ამისთვის. ამერიკელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ეს ასეც იქნება“. ტრამპის თანაშემწეების თქმით, ტრამპის საჯარო მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლის ისტორიაში ყველაზე მოკლე იქნება.ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრების ერთი მესამედი. მიმდინარე კვირის დასაწყისში „ვაშინგტონ პოსტისა“ და „ეი-ბი-სი-ს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ტრამპის პოპულარობის რეიტინგი სულ 40%-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციების ისტორიაში, 1977 წლის შემდეგ, როცა შედგა პრეზიდენტად ჯიმი კარტერის კურთხევის ცერემონია. რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის თქმით, ინაუგურაცია იქნება დასაწყისი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე.

XS
SM
MD
LG