Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაზარ-ი-შარიფთან მომხდარ აფეთქებას, სულ ცოტა, სამი კაცი შეეწირა


ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა სამი და დაიჭრა ოთხი პირი. მოკლულთა შორის არიან „თალიბანის“ წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი გასამხედროებული რაზმის მეთაური და მისი დაცვის თანამშრომელი. მესამე დაღუპული სამოქალაქო პირია. ბალხის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, აფეთქება მოხდა ეროვნული სპორტულ-საცხენოსნო თამაშის, „ბუზკაშის“ ასპარეზობის დასასრულს. მიღებული ცნობებით, აფეთქდა სათამაშო მოედნის გარეთ დამონტაჟებული იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

XS
SM
MD
LG