Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მორატორიუმი დაუწესა ობამას მიერ გამოცემულ რამდენიმე ნორმატიულ აქტს


ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მორატორიუმი დაუწესდება ბარაკ ობამას მიერ გამოცემულ რამდენიმე ნორმატიულ აქტს. კერძოდ, მორატორიუმი ვრცელდება მილიონობით ამერიკელის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა „ობამაქეარზე და იმ წესებზე, რომლებიც „უოლ სტრიტზე“ მაქინაციების აღკვეთის მიზნით, ითვალისწინებსიპოთეკური დაზღვევის ფედერალური საპრემიო განაკვეთის შემცირებას. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი უფროსის, რინს პრიბუსის მიერ გამოცემულ სამახსოვროში. თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას შეუდგა, 2009 წელს ანალოგიური სამახსოვრო ასევე გამოსცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე განაცხადა, რომ აპირებს გადადგას მთელი რიგი რადიკალური ზომებისა, რომელთა მიზანია დაბლოკოს მისი წინამორბედის ბარაკ ობამას მიღწევები, მათ შორის მის მიერ გაცემული განკარგულებები, რომლებიც შეეხება კლიმატური ცვლილების პოლიტიკას, იმიგრაციის ლიბერალიზაციას, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს და ენერგეტიკულ განვითარებაზე დაწესებული შეზღუდვებს.

XS
SM
MD
LG