Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში „ქალთა მარშის“ ფონზე, დონალდ ტრამპი კონფესიათაშორის წირვას ესწრება


მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, „ქალთა მარშის“ სახელით ცნობილ საპროტეტო მსვლელობაში. სულ პირველად, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მოეწყო. ანალოგიური მსვლელობა გაიმართა მსოფლიოს დიდ ქალაქებში - ლონდონში, პრაღაში, დუბლინში, პარიზში, ამსტერდამსა და სეულში. ჯამში 673 ქალაქში. აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში უკვე დაიწყო „ქალთა მარში“, რომელსაც მთელი ამერიკიდან ათასობით ადამიანი უერთდება. ორგანიზატორთა თქმით, მათი მიზანია, რომ თავიანთი ხმა მიაწვდინონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და შეახსენონ მას, რომ ქალთა უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ნაწილს წარმოადგენს. ვაშინგტონში „ქალთა მარშის“ ფონზე, თავად დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები 21 იანვარს ვაშინგტონში მდებარე კათედრალურ ტაძარში კონფესიათაშორის წირვას ესწრებიან.

XS
SM
MD
LG