Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ ნაცვლიშვილთან


შარშან, დეკემბერში, საქართველოში ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის გადასინჯვას. რა პერსპექტივა აქვს ამ კომისიას ახლა, როცა მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, ხოლო ოპოზიცია სუსტი და დანაწევრებულია? ხომ არ არის ეს მორიგი ფორმალური პროცედურა, რომელიც, ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების დასუსტებით კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის ძალაუფლებას? რამდენად რეალისტურია ასეთ პირობებში იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს მოხერხდება მაჟორიტარული კომპონენტის შემცირებისა და პროპორციულის გაზრდის გზით პარლამენტის არჩევის წესის შეცვლა? რა პერსპექტივა, ან რა აზრი აქვს კონსტიტუციაში მოქალაქეთა სოციალური უფლებების - მაგალითად, საცხოვრისის უფლების - ასახვას ქვეყანაში, სადაც სიღარიბე დღემდე უმწვავეს და გადაუჭრელ პრობლემად რჩება? სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ინტერVIEW-ს სტუმარს - იურისტსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრს ვახტანგ (ვაკო) ნაცვლიშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG