Accessibility links

logo-print

გადამდგარმა ვიცეადმირალმა უარი თქვა თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარმა ვიცეადმირალმა რობერტ ჰარვარდმა უარი განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებაზე, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ეს შეთავაზება ჰარვარდმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მაიკლ ფლინი, აშშ-ში რუსეთის ელჩთან გამართული საუბრების თაობაზე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეცდომაში შეყვანის გამო. მსხვილი საჰაერო სანავიგაციო კომპანიის „ლოკჰიდ მარტინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ ჰარვარდმა უარის მიზეზად დაასახელა ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა. „ეს წმინდად პირადული საკითხია, სამხედრო სფეროში 40-წლიანი სამსახურის შედეგად, როგორც იქნა, შესანიშნავ მდგომარეობაში ვარ და კმაყოფილი ვარ ჩემი პირადი ცხოვრებით“ - ამის შესახებ ჰარვარდმა გუშინ უთხრა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს.

XS
SM
MD
LG