Accessibility links

ტრამპი: პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვერ შეძლებს ჩემთან ურთიერთობის აწყობას


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსთან სადაზვერვო ხომალდის გაგზავნით რუსეთმა პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა. ტრამპის ვარაუდით, მოსკოვი ამას იმიტომ აკეთებს, რომ კრემლმა გადაიწურა იმედი, რომ უახლოეს მომავალში მოახერხებს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს განცხადებები ტრამპმა გააკეთა ვაშინგტონში, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ძირითადად რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, არა მგონია, ამ და სხვა პროვოკაციული ნაბიჯებით რუსეთი ჩემს გამოცდას ცდილობდესო. ტრამპის თქმით, ეს, ალბათ, შედეგია იმისა, რომ „პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვერ შეძლებს ურთიერთობის აწყობას ჩემთან, რადგან მასთან გარიგება ჩემთვის პოლიტიკურად არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნებოდა“. რუსეთის სხვა პროვოკაციულ ნაბიჯებს შორის ტრამპმა ახსენა ახალი ბალისტიკური სისტემის განთავსება და გასულ კვირაში, რუსეთის ავიაგამანადგურებლების სახიფათო მანევრი შავ ზღვაში, აშშ-ის სამხედრო ხომალდის სიახლოვეს.

XS
SM
MD
LG