Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშხაბადში მოეწყო თურქმენეთის პრეზიდენტად გურბანგული ბერდიმუჰამედოვის კურთხევის ცერემონია


თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონია. მან მესამე ვადით დადო პრეზიდენტის ფიცი და კიდევ შვიდ წელიწადს უხელმძღვანელებს ქვეყანას. 12 თებერვალს გამართულ არჩევნებში 59 წლის ბერდიმუჰამედოვმა ამომრჩეველთა ხმების 97 პროცენტზე მეტი მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა ელექტორატის 97%. თუმცა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტების ცნობით, ამომრჩეველთა მსხვილი ნაკადი მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე აღირიცხა. საპრეზიდენტო არჩევნებში ბერდიმუჰამედოვის გარდა მონაწილეობდა რვა კანდიდატი. საერთაშორისო სამეთვალყურეო ორგანიზაციების შეფასებით, 1991 წლიდან მოყოლებული, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქმენეთში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა.

XS
SM
MD
LG