Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა


ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ გუშინ, სამხრეთ პაკისტანში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 ბავშვია. სუფისტურ სალოცავთან მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიჭრა 100-მდე პირი. პაკისტანის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების განცხადებით, ისინი ყველა ღონეს მიმართავენ ისლამისტი ექსტრემისტების დასასჯელად. სინდის პროვინციის ხელისუფლების გუშინდელი განცხადებით, ქვეყანაში გამოცხადდა სამდღიანი გლოვა.

XS
SM
MD
LG