Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დაიდო, დაძაბულობა რჩება


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს მიუნხენში, უკრაინის აღმოსავლეთის შესახებ, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ნაწილი ვერ ამბობს, რომ პატივს სცემს ამ შეთანხმებას ბრძოლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ერთ-ერთი ლიდერის თქმით კი, ის არ არის დიდად კმაყოფილი მიუნხენში ოთხმხრივი შეთანხმების შედეგებით. უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრორუსულ სეპარატისტებმა და კიევს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. შეთანხმება, რომლის თაობაზე მორიგება მიღწეული იქნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ძალაში შევა 20 თებერვალს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დოკუმენტი გულისხმობს აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გატანას. ამ რეგიონში ბოლო დროს ბრძოლები გამძაფრდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარიგების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა, ანუ ის, რის შესახებაც შეთანხმება დიდი ხანია შედგა, მაგრამ არასოდეს განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG