Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი ჟურნალისტი ბრალდებების გაუქმებას ითხოვს


ყირიმელი ჟურნალისტი ბრალდებების გაუქმებას ითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

28 თებერვალს, ყირიმის მთავარ ქალაქ სიმფეროპოლში გაიმართება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომლის, მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. სემენას წაყენებული აქვს სეპარატიზმის ბრალდება რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის, ანდრეი საბინინის თქმით, წინასწარი მოსმენები ხვალისთვის არის დაგეგმილი. სემენა აპრილში დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმის დატოვების უფლება არ მისცეს. მისთვის წაყენებული ბრალდება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განპირობებულია ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ავტორი გამოთქვამდა კრიტიკას 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის მიმართ. თვითონ ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG