Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური შევიწროების მუხლი, რომელიც კანონში უნდა გაჩნდეს


სექსუალური შევიწროების მუხლი, რომელიც კანონში უნდა გაჩნდეს
please wait

No media source currently available

0:00 0:44:40 0:00

კავშირმა "საფარმა" პრეზენტაცია გამართა სექსუალურ შევიწროებაზე საკანონმდებლო წინადადების და კვლევისა "სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი". ამ დრომდე საქართველოში არსებული არც ერთი ნორმატიული აქტი არ კრძალავს სექსუალურ შევიწროებას. "საფარის" კვლევა მიმოიხილავს საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების უცხოურ გამოცდილებას. ამ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება და ჩამოყალიბდა მუხლის ის ვერსია, რომელმაც, შესაძლებელია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში. პრეზენტაციაზე იმ საინფორმაციო კამპანიის დაწყების თაობაზეც ისაუბრეს, რომლის სახელწოდებაა „ რა მოხდა ქუჩაში“ და რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. გადაცემის სტუმრები: მაგდა კალანდაძე - კავშირ „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი; ანა თვალაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG