Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის ყოფილი პრემიერი: რუსეთი ცდილობს ბალკანეთის დესტაბილიზაციას


ჩერნოგორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის აზრით, რუსეთი ცდილობს ბალკანეთის დესტაბილიზაციას მას შემდეგ, რაც ჩაიშალა ჩერნოგორიის პროდასავლური მთავრობის დამხობის მცდელობა. ჩერნოგორიაში შარშან ოქტომბრის არჩევნების დღეს გაირკვა, რომ მზადდებოდა გადატრიალება ნატოში ამ ქვეყნის გაწევრიანებისათვის ხელის შესაშლელად. ჯუკანოვიჩს გადადგომა მოუხდა და აცხადებს, რომ ჩერნოგორია ახლა ხელს არ უშლის მოსკოვის მცდელობას, გაზარდოს თავისი გავლენა ბალკანეთში და პრორუსული ოპოზიციური პარტიები მზად არიან “სისხლისღვრისა და გადატრიალებისათვის“, რათა ხელისუფლების სათავეში პრომოსკოვური მთავრობა ჩადგეს. ეს შეფასებები ჯუკანოვიმა გამოთქვა 21 თებერვალს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდა წევრებთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯუკანოვიჩი აქტიურად ემხრობოდა ნატოში ჩერნოგორიის შესვლას და ნატომ უკვე მოიწონა ჩერნოგორიის განაცხადი გაწევრიანების შესახებ. რუსეთი კი ხშირად აკრიტიკებს ნატოს გაფართოებას.

XS
SM
MD
LG