Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 11 ყირიმელი თათარი დააკავა


რუსეთის მიერ უკანონოდ მიერთებულ ყირიმში ხუთდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს 10 ყირიმელ თათარს უკანონო საჯარო შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. გადაწყვეტილება 21 თებერვლის საღამოს მიიღეს მას შემდეგ, რაც 10 პირი დააკავეს იმავე დღეს, როცა ისინი ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ რუს პოლიციელებს ყირიმელი თათარი აქტივისტისა და იურისტის, მარლენ მუსტაფაევის ბინის ჩხრეკის დროს. მუსტაფაევს 11-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს იმავე, უკანონო საჯარო შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. როგორც მუსტაფაევის მეუღლემ უთხრა ჩვენს რადიოს, კონფისცირებულია მისი ქმრის კომპიუტერი და რამდენიმე წიგნი. მისივე თქმით, პოლიციელებს განმარტება არ გაუკეთებიათ. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთის მოპყრობას ყირიმელ თათრებთან მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში მოსკოვმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის ანექსია. აღრიცხულია ყირიმელი თათრების დაპატიმრების, გაუჩინარებისა და მკვლელობის არაერთი შემთხვევა. გარდა ამისა, უკანონოდ არის გამოცხადებული ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG