Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებული დეკანოზი მამალაძე კვლავ ციხეში გადაიყვანეს


პროკურატურის მიერ „ციანიდის საქმის“ მთავარი ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. იუწყებიან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვით ჩაფიძის კლინიკაში 6 დღის წინ დააწვინეს. დეკანოზს ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო საგამოძიებო ორგანოებს სრულ ნდობას უცხადებს, საზოგადოებას კი მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ გამოძიების ეფექტურად წარმართვას.

XS
SM
MD
LG