Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა ფერს დაინახავთ“ ამ ქალების წყალობით...


„ყველა ფერს დაინახავთ“ ამ ქალების წყალობით...
please wait

No media source currently available

0:00 0:50:15 0:00

„უკვე სამშობიაროში მითხრეს, ბავშვს პრობლემა აქვს და დატოვეო"... „რომ გავიყვანე ქუჩაში და წამოვიდა წინააღმდეგობა, მაშინ ვთქვი, რომ არა, მე ის არ უნდა დავმალო“... „მე ის დედა ვარ, რომელიც ჩემ ქართველ დებს ვეუბნები: გამოდით, დედებო, არ ჩავკეტოთ ჩვენი შვილები. ამის უფლებას არ გაძლევთ!" - ამას ამბობენ ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს სტიგმას ებრძოლონ. „დაინახე ყველა ფერი“*- ეს გახლავთ ორწლიანი კამპანია, რომლის მიზანიცაა შშმ ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა, თავად ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობით. კამპანიის ინიციატორი კი "იუნისეფია". დღეს სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე საუბრობს ამ პროექტზე და მასთან ერთად პატარა გაბრიელის დედა, თამუნა იარაჯული. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG