Accessibility links

logo-print

ქალი და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები 21-ე საუკუნეში


ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ეწინააღმდეგება არა შობადობას, არამედ არასასურველ ორსულობას, რასაც ბევრი ქალი ხელოვნურ აბორტამდე მიჰყავს. ეს კი გაცილებით რთული გზაა, რომელიც არცთუ უსაფრთხოა ქალის ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ - სიცოცხლისთვისაც. 21-ე საუკუნეში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, ანუ კონტრაცეპტივების, ფართო სპექტრი არსებობს და მათი გამოყენება აბსოლუტურად უვნებელია ქალისა თუ კაცის ჯანმრთელობისთვის. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებიც გვიწყობს ხელს და არის მობილური აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დააზუსტოთ ჩასახვისთვის სასურველი და არასასურველი დღეები. გადაცემაში ვლაპარაკობთ ერთ ასეთ აპლიკაციაზე, რომელიც ქართულენოვანი აუდიტორიისთვის შეიქმნა.გადაცემის სტუმრები არიან: ქეთევან ჭელიძე, ასოციაცია „თანადგომის“ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამის მენეჯერი, და მაია ჯიბუტი, ასოციაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგი, კონსულტანტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG