Accessibility links

logo-print

სერბიაში სკოლის მუშაკები ხელფასების გაზრდას ითხოვენ


სერბიის დედაქალაქ ბელგრადში ასობით მასწავლებელი და სკოლის დამხმარე პერსონალი გამოვიდა ხელფასების მომატებისა და უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით. ისინი მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციაზე სერბიის 15 ქალაქიდან ჩავიდა ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას ჯერაც არ განუხორციელებია მათი ანაზღაურებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების პირობები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG