Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი: 29 მარტს ოფიციალურად დაიწყება "ბრექსიტის" პროცესი


ბრიტანეთი აცხადებს, რომ 29 მარტს ოფიციალურად დაიწყებს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის, ანუ „ბრექსიტის“ პროცესს. სწორედ ამ დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის ხელმძღვანელებს გაუგზავნის წერილს, რომლითაც შეატყობინებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების თხოვნის შესახებ. 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასვლას ეხება. როგორც დღეს განაცხადა ტერეზა მეის პრესმდივანმა, პრემიერმა უკვე შეატყობინა ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს, რომ მომავალ ოთხშაბათს, 29 მარტს გაუგზავნის ოფიციალურ მიმართვას. ამის შემდეგ ორი წელია განკუთვნილი „ბრექსიტის“ პირობებზე შესათანხმებლად. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მაისის დასაწყისისთვის მოილაპარაკებენ სასურველ პოზიციაზე, რის შემდეგაც ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, მიშელ ბარნიე დაიწყებს ლონდონთან მოლაპარაკებას. ბრიტანეთში შარშან გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას.

XS
SM
MD
LG