Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. ამის შესახებ განცხადება მან 20 მარტს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შესაბამისად, "მოსმენების კანონი" პარლამენტს დაუბრუნდება პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 მარტს დაამტკიცა. პაკეტის მთავარი სიახლე არის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს უნდა ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG