Accessibility links

logo-print

სტუდენტების სოლიდარობა ბუკინისტებს


თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაც ბუკინისტების სახელდახელო დახლია მოწყობილი, სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სტუდენტები თბილისის მერიას მოუწოდებენ, არ აამოქმედოს გაფრთხილება და ბუკინისტებს ვაჭრობის საშუალება მისცეს. სტუდენტების თქმით, 19 მარტს თსუ-ს მიმდებარე წიგნებით მოვაჭრეები გააფრთხილეს, აეღოთ დახლები. დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ „უნებართვო გარე ვაჭრობის“ აკრძალვის ფარგლებში არ იგეგმება ბუკინისტებისთვის ვაჭრობის აკრძალვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG