Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მოკლეს რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი


კიევში მოკლეს რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:49 0:00

უკრაინის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს კიევში მოკლეს ყოფილი რუსი პარლამენტარი დენის ვორონენკოვი, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, რუსეთს ნაცისტურ გერმანიას ადარებდა და 2016 წელს უკრაინაში გადასახლდა. ვორონენკოვი მოკლეს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სროლის დროს. 45 წლის ვორონენკოვი კომუნისტური პარტიის დეპუტატი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 2011-დან 2016 წლამდე. ის ოქტომბერში გადასახლდა უკრაინაში. უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, ვორონენკოვზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტია“. რუსეთმა ამ ბრალდებას „აბსურდი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG