Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი არ ცდილობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი. როგორც პუტინმა სტუმარს უთხრა, მოსკოვი იტოვებს უფლებას, შეხვდეს ნებისმიერ ფრანგ პოლიტიკოსს, რომელთან შეხვედრასაც მოისურვებს. შეხვედრაზე, რომლის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა, პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ ცდილობს საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენას. დღეს უფრო ადრე მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ იმუშავებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გასაუქმებლად. ეს საკითხი განიხილეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე. საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთთან ლე პენის ურთიერთობას - უმეტესწილად იმის გამო, რომ ლე პენი პუტინის დიდ თაყვანისმცემლად ითვლება, ხოლო მისმა პარტია "ნაციონალურმა ფრონტმა" რუსეთის ბანკიდან მიიღო კრეტიდი თითქმის 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

XS
SM
MD
LG