Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში კორუფციაში დაადანაშაულეს „ატა-მეკენის“ კიდევ ერთი ლიდერი


ყირგიზეთში კორუფციაში დაადანაშაულეს ოპოზიციური პარტია „ატა-მეკენის“ კიდევ ერთი ლიდერი, ალმამბეტ შიკმამატოვი. ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვმიტანილია თაღლითობაში, 2011 წელს, კონტროლის პალატაში მუშაობის დროს. შიკმამატოვს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. „ატა-მეკენის“ მოქმედი თავმჯდომარე ერთ-ერთია პარტიის, სულ ცოტა, ხუთ წევრს შორის, ვისაც ემუქრება გამოძიება, როგორც ბევრი ექსპერტი ფიქრობს, „შეთითხნილი ბრალდებებით“. ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან აწარმოებს გამოძიებას პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის მთავარი მოწინააღმდეგის, „ატა-მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება ქრთამის აღება და თაღლითობა.

XS
SM
MD
LG