Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატვირთო მანქანების მძღოლების საპროტესტო აქცია რუსეთში


სატვირთო მანქანების მძღოლების საპროტესტო აქცია რუსეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

რუსეთში გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სატვირთო მანქანების მძღოლებმა. ისინი გამოთქვამენ პროტესტს ახალი საგზაო გადასახადისადმი. როგორც იუწყებიან, მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა მოსკოვში, ეკატერინბურგში, სანკტ-პეტერბურგში, თათარისტანში, ჩრდილოეთ კავკასიაში, კარელიასა და სხვა რაიონებში. ამ აქციას წინ უსწრებდა მრავალათასიანი ანტიკორუფციული დემონსტრაციები რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში. საგზაო გადასახადი შემოიღეს 2015 წელს, რამაც გამოიწვია დემონსტრაციებისა და საგზაო ბლოკადების სერია. მთავრობა თანახმაა, შეაჩეროს კანონის სრული აღსრულება, თუმცა საგზაო გადასახადი აპრილიდან მაინც გაიზრდება 25%-ით.

XS
SM
MD
LG