საპროტესტო გამოსვლების ერთი თვე მაკედონიაში
მაკედონიაში ალბანური ენის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებული პროტესტი ამჯერად მიმართული იყო პარლამენტის თავმჯდომარისადმი. ენობრივი პოლიტიკა წინაპირობაა მოლაპარაკებისა სოციალ-დემოკრატებსა და ეთნიკურ ალბანელთა პარტიებს შორის, რასაც უნდა მოჰყვეს ახალი სამთავრობო კოალიციის ფორმირება. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც თებერვლის შემდეგ არიან ქუჩებში, ამბობენ, რომ ენასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების გეგმა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას.
დაწერეთ კომენტარი