Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში არ წყდება პროტესტი ენობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 31-ე დღეა გრძელდება დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია ალბანური ენის სტატუსის ზრდის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ახალი ენობრივი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას. ეს გეგმა წინაპირობაა მოლაპარაკებისა სოციალ-დემოკრატებსა და ეთნიკურ ალბანელთა პარტიებს შორის, რომლებიც შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ ახალი მთავრობა დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაკედონიის პრეზიდენტი ჯორჯე ივანოვი უარს ამბობს კოალიციური გუნდის მიერ შეთავაზებული გეგმის დამტკიცებაზე და ეწინააღმდეგება ალბანურ ენასთან დაკავშირებულ გარიგებას.

XS
SM
MD
LG