Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინიტერVIEW გიორგი მაისურაძესთან


სალომე ასათიანის ინიტერVIEW გიორგი მაისურაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:33:25 0:00

რა შეცვალა 1989 წლის 9 აპრილმა ქართული საზოგადოების კოლექტიურ აღქმაში? რამდენად იმძლავრა ამ სისხლიანი დღის შემდეგ საბჭოთა იმპერიის „მსხვერპლობის“ თემამ იმ დროისთვის გამეფებულ ქართულ ნაციონალიზმში? როგორი იყო ეს ნაციონალიზმი და რა აკავშირებდა მას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შექმნილ პოეტურ-მითოლოგიურ სახეებთან? დღესაც არსებობს თუ არა საზოგადოებაში ნოსტალგია იმპერიის ნაწილად ყოფნისადმი და, თუ არსებობს, რა ასაზრდოებს მას? რა ვითარებაა დღეს, თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, და როგორ იცვალა სახე საზოგადოებრივმა პროტესტმა ნაციონალიზმითა და რევოლუციური სულისკვეთებით შთაგონებული, მასობრივი აქციებიდან კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრისა თუ სიღარიბით განპირობებული უსამართლობის პროტესტამდე? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს.

XS
SM
MD
LG