Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ირანს ადანაშაულებს, რომ „არ მოქმედებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სულისკვეთებით“


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა, რომ არ მოქმედებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სულისკვეთებით. თეთრ სახლში სტუმრად მყოფ იტალიის პრემიერ-მინისტრ, პაოლო ჯენტილონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა გააკრიტიკა გაეროსა და გერმანიასთან თეირანის მიერ მიღწეული ბირთვული შეთანხმება, როგორც საშინელი შეთანხმება, ისეთი ცუდი, როგორიც არასოდეს გაგვიფორმებიაო. ირანი არ მოქმედებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სულისკვეთებით, თქვა ტრამპმა, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს, ჩვენ ზედმიწევნით ფრთხილად ვსწავლობთ შეთანხმებას და სულ მალე გამოვაცხადებთ ჩვენს პოზიციას, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის ეს შეფასება მოჰყვა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირების კრიტიკულ შენიშვნებს და წინააღმდეგობრივ შეფასებებს ირანიდან.ბირთვული შეთანხმებით, ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა და დასავლეთმა ეტაპობრივად გააუქმოს მას სანქციები. სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ერთი დღის წინ თქვა, რომ შეთანხმებამ ვერ მიაღწია მიზანს, შეეწყვიტა თეირანს ბირთვული იარაღისგანვითარება, ის მხოლოდ გადაიდოო, თქვა ტილერსონმა. ამ კრიტიკის მიუხედავად, ტილერსონმა 19 აპრილს თქვა, რომ ირანი ასრულებს შეთანხმების პირობებს და მის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შერბილების ვადა გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG