Accessibility links

logo-print

პარიზში პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ არჩევნების მოლოდინში საფრანგეთი უშიშროების ძალებს ზრდის


საფრანგეთმა განაცხადა, რომ ამკაცრებს უშიშროების ზომებს საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში მას მერე, რაც პარიზში, 20 აპრილს ერთი პოლიციელი მოკლეს. ამ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ არფერმა უნდა შეუშალოს ხელი დემოკრატიულ მოვლენას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საფუძველიაო. 21 აპრილს, კაბინეტის სხდომის შემდეგ კაზნევმა განაცხადა, რომ 50 ათასამდე პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული არჩევნების პირველ ტურში, 23 აპრილს. გუშაგების სახით, მათ დაემატება შვიდი ათასი ჯარისკაცი. მოელიან, რომ არჩევნებს შედეგი გამოჩნდება მეორე ტურში, 7 მაისს. 20 აპრილს, პარიზის ცენტრში,თავდამსხმელმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნა პოლიციას და ერთი მათგანი მოკლა, ორი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. პოლიციამ მოკლულის ვინაობა დაადგინა, მაგრამ არ ამხელდა.

XS
SM
MD
LG