Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაგმო რუსეთში „იეღოვას მოწმეთა“ საქმიანობის აკრძალვა


ევროკავშირმა დაგმო რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აიკრძალა „იეღოვას მოწმეთა მმართველი ცენტრის“ საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ყველა რელიგიურ გაერთიანებას აქვს შეკრების უფლება, რომელიც გარანტირებულია რუსეთის კონსტიტუციით და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებით. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით ექსტრემისტულად მიიჩნია და აკრძალა ორგანიზაციის საქმიანობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ რელიგიურ ორგანიზაციას ქონება უნდა ჩამოერთვას.

XS
SM
MD
LG