Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს ინდივიდუალურ ასპარეზობებში


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობენ. დღეს დასრულდა ინდივიდუალური შეხვედრები. 90კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. 100-ზე ზევით წონითი კატეგორიის ფინალში კი ერთმანეთს შეხვდნენ ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი. თუშიშვილმა სუფთად დაამარცხა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა. ამგვარად, ამ მომენტისთვის ქართველი სპორტსმენების ანგარიშზეა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.

XS
SM
MD
LG