Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი. გამარჯვებული ამ ორ კანდიდატს შორის გაირკვევა მეორე რაუნდში, 7 მაისს.ეგზიტ პოლების მიხედვით, პირველ რაუნდში მაკრონი მოაგროვებს ხმების 23-24 პროცენტს, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ლე პენი კი - 21,6%-სა და 23%-ს შორის, იტყობინება საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზია. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ ფრანსუა ფიიონსა და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს 19,5%-ს უწინასწარმეტყველებენ. არჩევნების შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურ სტატუს-კვოზე, მათ შორის ევროკავშირის მომავალზე და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG