Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის არეულობის ორგანიზებისათვის ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა შიმშილობა დაიწყო


არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის, ადვოკატი აცხადებს, რომ ღოღობერიძემ შიშმილობა დაიწყო, რადგან ფიქრობს, რომ უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული. ღოღობერიძე 23 აპრილის გვიან საღამოს დააკავეს, ისევე როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია, მარტში ბათუმში ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით. ბათუმში 11-12 მარტს გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ღოღობერიძესა და ჩხვირკიას 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორივე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არღვევს მათ უფლებებს, რეპრესიებს ახორციელებს და ოპონენტებს დევნის. 11-12 მარტის მოვლენებში მონაწილეობისათვის უკვე ათობით ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო 18 ადამიანი დაკავებულია არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.

XS
SM
MD
LG