Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში“


როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე დგანან სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფები საქართველოში - ამ საკითხებზე 21 აპრილს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელშიც „კოალიცია თანასწორობისთვის“ შემავალი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციების ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. რა ძირითადი პრობლემები იკვეთება დისკრიმინაციისაგან დაცვის მიმართულებით და როგორია რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის - ამ თემებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა „გენდერულ ამბებში“ მიიწვია კავშირ „საფარის“ იურისტი, სოფო გოგიშვილი, და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე.

XS
SM
MD
LG