Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ამერიკელი სამხედრო დამკვირვებელი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში


ეუთო აცხადებს, რომ 23 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა ამერიკელი ექიმი ჯოზეფ სტოუნი, რომელიც საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლებად მუშაობდა კონფლიქტის ზონაში. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი დამკვირვებელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც მანქანა, რომელსაც იგი მართავდა, ნაღმზე აფეთქდა ლუგანსკის რაიონში მდებარე, სეპარატისტების კონტროლირებად სოფელ პრიშიბში. ეუთოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა ორი სამხედრო დამკვირვებელი, ჩეხეთის წარმომადგენელი მამაკაცი და გერმანელი ქალი. კიევის ხელისუფლება და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტები ეუთოს მანქანის აფეთქებას ერთმანეთს აბრალებენ.

XS
SM
MD
LG