საქართველო - გერმანიის მეგობრობის წელი
2017 წელი საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადდა. 21 აპრილს თბილისის საკრებულოში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეს თარიღი ეძღვნება 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და ასევე საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს. ცერემონიის ფარგლებში მოეწყო გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით 2017 წელს გერმანიასა და საქართველოში არაერთი ღონისძიება ჩატარდება.
დაწერეთ კომენტარი