Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თანამდებობა დატოვეს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა


ავღანეთის სამხედრო უწყებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც განპირობებულია თავდაცვის მინისტრის, აბდულა ჰაბიბისა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, ყადამ შაჰ შაჰიმის გადადგომით. მათი ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თალიბების მიერ გასულ კვირაში ავღანეთის არმიის ბაზაზე განხორციელებულ სისხლიან თავდასხმას. სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი საკუთარი ნებით გადადგნენ. 21 აპრილს თალიბები თავს დაესხნენ ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფის სამხედრო ბაზას. ორშაბათს ქაბულში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი. ვიზიტის მიზანია აშშ-ავღანეთის ურთიერთობის განმტკიცება.

XS
SM
MD
LG