Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება გარემოვაჭრეთა პროტესტი


გრძელდება გარემოვაჭრეთა პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა 25 აპრილს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს. კონსტრუქციების აღებას გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და უარს ამბობენ, სავაჭროდ ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარემოვაჭრეები ბაზრობაზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან. მათივე ინფორმაციით, გლდანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბაზრის ხელმძღვანელობას უკვე მიმართა 80-მდე მოვაჭრემ. ბაზრობის ადმინისტრაციის განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის კიდევ ასზე მეტი სავაჭრო ადგილი გამოიყოფა.

XS
SM
MD
LG