Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა პაკისტანის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, იბრძოლონ „ექსტრემისტული ნარატივის“ წინააღმდეგ


პაკისტანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა მთავარ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, მას შემდეგ რაც ლინჩის წესით გაასამართლეს მკრეხელობაში ბრალდებული სტუდენტი. 25 აპრილს ფეშავარში გამართულ შეხვედრაზე აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს „ექსტრემისტულ ნარატივს“. 13 აპრილს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ მარდანში ცემით მოკლეს 23 წლის მაშალ ხანი, რისი მიზეზიც გახდა ისლამის წინააღმდეგ ინტერნეტში გავრცელებული „მკრეხელური“ პოსტი. პოლიციამ დააკავა მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 22 პირი, მათ შორის სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG