Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორია ნატოს წევრობის საკითხს უყრის კენჭს


ჩერნოგორიის პარლამენტი 28 აპრილს კენჭს უყრის ნატოში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს, რითიც ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯს გადადგამს დასავლეთისკენ, ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის და პრო-რუსულად განწყობილი პოლიტიკოსების პროტესტის ფონზე. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპარლამენტო სხდომას ბოიკოტს გამოუცხადებენ და სანაცვლოდ დემონსტრაციას გამართავენ. ჩერნოგორიის მთავრობა, რომელიც ნატოში გაწევრიანების მომხრეა, პარლამენტარებს მოუწოდებს დაამტკიცონ დოკუმენტი. მთავრობა აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება სტაბილურობას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ყოფილი იუგოსლავიის წევრ ამ ქვეყანას. როგორც ვარაუდობენ, ჩერნოგორია ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება 25 მაისისთვის დანიშნული ნატოს სამიტის დროს. თუმცა, სანამ ალიანსის 29-ე წევრი გახდებოდეს, ჩერნოგორიამ კვლავაც უნდა მიიღოს ნატოს წევრი ორი ქვეყნის- ესპანეთის და ჰოლანდიის - საბოლოო თანხმობა.

XS
SM
MD
LG