Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლები შშმ ბავშვების უფლებებისთვის იბრძვიან


მშობლები შშმ ბავშვების უფლებებისთვის იბრძვიან
please wait

No media source currently available

0:00 0:49:23 0:00

შშმ ბავშვთა მშობლები სახელმწიფოსგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ და იმისთვის, რომ სახელმწიფო მოხელეთა ყურადღება მიიპყრონ, ზოგჯერ საგანგებო ზომებსაც მიმართავენ. ეს არის ბრძოლა შვილების ჯანმრთელობისა და ღირსეული მომავლისთვის და მებრძოლთა რიგებში წინა პლანზე ძირითადად დედები დგანან. კონკრეტულად რა სახის სიძნელეების გადალახვა უწევთ მათ, რას სთხოვენ მშობლები სახელმწიფოს და რა დაპირებები ისმის ჯანდაცვისა თუ ფინანსთა სამინისტროებში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეებისგან? - გადაცემის სტუმრები არიან: მარი კორკოტაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, და ნათია შარვაძე, „მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის“ წარმომადგენელი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG